შპს „თი-არ სოლუშენს“ (ს/კ: 406211264; შემდგომში – „კომპანია“) ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს მისი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემთა დაცვა, შესაბამისად, ფიზიკურ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს მკაცრად კონტროლდება პროცესის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა – მონაცემები მუშავდება სამართლიანად და კანონიერად, მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნებისთვის, ხოლო მონაცემთა ბაზა დაცულია უკანონო წვდომისა და გამოყენებისგან.
„კომპანია“ მომხმარებლის მონაცემების დამუშავების დროს ხელმძღვანელობს როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობით და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო აქტებით, ასევე, წინამდებარე „კონფიდენციალურობის პოლიტიკით“ (შემდგომში – „პოლიტიკა“), რომლის მიზანიც „კომპანიის“ მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების კონტროლია.
1. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი და ვადა
1.1.„მომხმარებელი“ როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი „ვებ-გვერდზე“ თავისი პერსონალური მონაცემების შეყვანით თანხმობას აცხადებს, და წინასწარ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებას ანიჭებს „კომპანიას“ მარკეტინგული მიზნებისთვის, დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები და ვებ-გვერდზე „მომხმარებლის“ მიერ განხორციელებული აქტივობები.
1.2.„კომპანია“ ხსენებული მონაცემების შენახვას განახორციელებს იმ ვადამდე, სანამ „მომხმარებლის“ მხრიდან არ მოხდება სხვაგვარი მითითება წინამდებარე დოკუმენტითა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
2. მონაცემთა უსაფრთხოება
2.1.„კომპანიაში“ მიღებულია ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც უზრუნველყოფს „მომხმარებლის“ მონაცემების დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისგან, მოპოვებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
2.2.„კომპანიაში“ მკაცრად არის დაცული „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც მონაცემების დამუშავება ჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
3. მონაცემთა სუბიექტის უფლებები და ვალდებულებები
1.1.„მომხმარებელს“ უფლება გაქვთ მოსთხოვოს „კომპანიას“ ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე.
1.2.„მომხმარებელი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს „კომპანიას“ მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით – ცხელ ხაზზე დარეკვით: 032 2 88 05 20; წერილობითი შეტყობინების შემდეგ მისამართზე გაგზავნით: ქ. თბილისი, მარტვილის ქ N2, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასეთ დროს „კომპანია“ ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი.
4. მონაცემთა გადაცემა
4.1.„კომპანია“ უფლებამოსილია წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემები გამოიყენოს მარკეტინგული აქტივობების დასაგეგმად.
5. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის წესი
5.1.„კომპანია“ იტოვებს უფლებას, რომ შეცვალოს „კომპანიაში“ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი, მასთან დაკავშირებული პრაქტიკა და შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს წინამდებარე პოლიტიკაში.